დახურვა
Type at least 1 character to search
ზევით

ჩვენ ვართ C9

C9 არის CLOUD9 ჰოლდინგში შემავალი, საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ახორციელებს სერვისებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი სპეციალიზაციაა გამოთვლითი, სანახი, ქსელური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, გადაწყვეტილებები ინფორმაციული უსაფრთხოების და მართული სერვისების სფეროში. ეს მოიცავს გაყიდვებს, პროექტირებას, იმპლემენტაციას და 24/7 მხარდაჭერას.

სწორი კითხვების დასმით და არსებული ბიზნეს პროცესების გაანალიზებით, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მათი ბიზნესის ალტერნატიულ ხედვას და ვპოულობთ გასაუმჯობესებელ სფეროებს ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს IT სამყაროში ნავიგაციაში, რათა მათ წარმატებით მიაღწიონ თავიანთ ბიზნეს მიზნებს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საშუალებით.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები

რას ვაკეთებთ

მომავლის გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ გთავაზობთ ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს ბიზნეს ოპერაციების ციფრული ტრანსფორმაციისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ წამყვან გლობალურ IT მწარმოებლებს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაერთიანებთ ყველაზე რეიტინგულ კორპორაციულ სისტემებს.

ჩვენ გვჯერა ინოვაციების, რომლებიც მიიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან და მომხმარებლებთან, რომლებიც იზიარებენ მომავლის მსგავს ხედვებს. ჩვენი მთავარი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი მომხმარებლები უმაღლესი ხარისხის IT სერვისებითა და გადაწყვეტილებებით.

01

გამოთვლითი სისტემები და სანახები

გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი გამოთვლით და სანახების ინფრასტრუქტურაში, კლასიკური სერვერ-სანახი ინფრასტრუქტურიდან ჰიპერკონვერგირებული გადაწყვეტილებებეამდე, სარეზერვო სისტემებით, ობიექტ-ტიპის სანახებით და ვირტუალიზაციით.

02

კორპორაციული ქსელი

თანამედროვე ქსელური და სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებები კორპორაციული ქსელებისთვის, სადენიანი და უსადენო, ქოლ- ცენტრები, პროგრამული უზრუნველყოფით განსაზღვრული ქსელები საიმედო, სწრაფი კავშირით და მხარდაჭერით.

03

კიბერ უსაფრთხოება

ინფორმაციის უსაფრთხოებისა და მოვლენების მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, მონაცემთა დაცვის სისტემები, სენდბოქსი, პერიმეტრის და ვებ აპლიკაციების ფაირვოლები, ქსელის მონიტორინგის სისტემები.

04

მართვადი სერვისები

ქსელი, აპლიკაცია, უსაფრთხოების სერვისები და ინფრასტრუქტურა, აპარატურული და SAAS გადაწყვეტილებები - როგორც ერთიანი სერვისი, რომლებიც დაფუძნებულია ჩვენს კომერციულ, პროვაიდერებისგან დამოუკიდებელ მონაცემთა ცენტრში საქართველოში.

ჩვენი გუნდი

C9-ს გუნდი შედგება სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ IT ინდუსტრიის და მომხმარებლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს თავიანთი მიზნების მიღწევაში, ჩვენი წლების გამოცდილების და ტექნოლოგიების მომავლის ხედვის გაზიარებით.

სერვისი, რომელსაც გვთავაზობს c9, არის როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური საქართველოში. მსურს ხაზი გავუსვა მათი გუნდის მაღალ კომპეტენციას, ციდნას IT სფეროში და მათ მიდგომას მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხში.

დავით გალუაშვილი CEO-ს მოადგილე, ქართუ ბანკი

დღეს ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში. სერვისები და გადაწყვეტილებები, რომლებსაც გვთავაზობს C9, უზრუნველყოფს თანამედროვე მიდგომას კორპორატიული ბიზნესისადმი და ახალ შესაძლებლობებს მათი IT ინფრასტრუქტურის ადაპტაციისთვის.

მირიან მირგატია CIO, პსპ ჯგუფი